რა საკითხებს განიხილავენ გალში სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე

12:06, 27.06.2018

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე იქნება.

ასევე, განიხილავენ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ყურადღება გამახვილდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვის თემაზეც.

 

მსგავსი