რა სახის დაზიანებები და რამდენი ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული დადუნაშვილსა და სარალიძეს
რა სახის დაზიანებები, რამდენი ჭრილობა და რამდენი იარაღით ჰქონდათ ეს დაზიანებები მიყენებული დადუნაშვილსა და სარალიძეს – ამ კითხვებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს იმ ექსპერტებს უსვამენ, რომლებმაც მოკლული მოზარდების ცხედრებზე გამოკვლევა ჩაატარეს.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ღია სხდომისას დაისვა, ეხებოდა იმას, თუ რამდენი იარაღით ჰქონდა დავით სარალიძეს დაზიანებები მიყენებული. თუმცა, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის და მსგავს საკითხებს კრიმინალისტიკური ექსპერტები იკვლევენ. ვინაიდან დღევანდელ სხდომაზე საუბარი შეეხება ცხედრებზე ჩატარებულ ექსპერტიზას და ასევე, დასმული იქნება სპეციფიკური კითხვები, კომისიამ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირება მხოლოდ გამოკითხვის დასასრულს გაიხსნება. დღეს 4 ექსპერტის გამოკითხვაა დაგეგმილი.