რა მიზნით ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე საქართველოში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად
რა მიზნით ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე საქართველოში ათ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და იგეგმებოდა თუ არასრულწლოვნების გაყიდვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე? ქართველმა სამართალდამცველებმა, ტრეფიკინგის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ქალი უკვე გამოკითხეს. ის აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია, თუმცა, როგორც ზუგდიდში, მის მიერ ნაქირავები ბინის მეზობლები ჰყვებიან, ერთ-ერთი ბავშვი ამბობდა, რომ ქალი მისი დედა არ იყო.
„მოამბე“ ანაკლიაში იმ ბინის მფლობელსაც ესაუბრა, სადაც უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად, მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი ინფორმაციით, ქალს არ დაუმალავს, რომ აფხაზეთში გადასვლას აპირებდა, სადაც ქმარი ელოდება. ტრეფიკინგის შესახებ ეჭვი ქართველ სამართალდამცველებს იმან გაუჩინა, რომ ათი მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი, 2017 წელსაა დაბადებული.
ხათუნა გაგნიძე დეტალებით.