რა კითხვებით მიმართეს დეპუტატებმა გიორგი გახარიას

თითქმის 7 საათის განმავლობაში მიმდინარე სხდომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შეკითხვები იყო. გიორგი გახარიას კითხვებით უმრავლესობის წევრებმა მიმართეს.

მწვავე იყო დამოუკიდებელი დეპუტატების გამოსვლა და შეკითხვები, რომელიც ძირითადად 20-21 ივნისის მოვლენებს და ამ პროცესის გამოძიების საკითხს ეხებოდა.

გახარიას პროკურატურასა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ვითარებაზეც მოუხდა პასუხის გაცემა. კრიტიკის თემა იყო უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატთა სია და ჩამონათვალი.