რა ხდებოდა გამთენიისას რუსთაველის გამზირზე – მოვლენების ქრონოლოგია

12:22, 26.11.2019

სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტთან დღეს, 26 ნოემბერს, დილის 5 საათისათვის გამოჩნდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, მათ სამართალდამცველებისგან გაფრთხილება მიიღეს გაგეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი, წინააღდეგ შემთხვევაში კანონით მინიჭებული უფლების შესაბამისად იმოქმედებდნენ.

მოგვიანებით კი, საპოლიციო მოქმედებები დაიწყო. შეკრებილები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. რა ხდებოდა გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მოვლენების ეპიცენტრში.

მსგავსი