რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში და ვის დაუჭერს მხარს

პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაციის დასრულებას ელოდება “ქართული ოცნება”. ხვალ დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ, რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნება“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და ვის დაუჭერს მხარს.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის ფინანსურ მხარდაჭერას, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამ მხრივ, პროცესში „ქართული ოცნება“ იმ ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას, რის საშუალებასაც კანონი იძლევა.

პირველი არხის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ,  17:00 საათზე გაიმართება.