რა ფორმით აპროტესტებენ რასიზმს მსოფლიოს დიდ ქალაქებში - შეამცირებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი აშშ-ის პოლიციის დაფინანსებას და დაიწყება თუ არა ინსტიტუციის რეფორმა

მსოფლიოს ყურადღება ახლა მინეაპოლისის სასამართლოსკენაა, სადაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიცელი პირველად უნდა წარდგეს.

გარდაცვლილი აფროამერიკელის ოჯახი დერეკ შოვინის სათანადოდ დასჯას, პოლიციის დაფინანსების შემცირებას და სისტემის რადიკალურ რეფორმირებას ითხოვს. დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისის პოლიციიდან ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამართალდამცავ უწყებებში იგეგმება სხვა ცვლილებებიც, თუმცა გეგმის გარშემო მთავრობაშიც აზრი ორად იყოფა. სანამ აშშ-ის ხელისუფლება კრიზისის განმუხტვის გზებზე ფიქრობს, პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ტალღა უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. რამდენიმე დემონსტრაციამ ინციდენტების ფონზე ჩაიარა.