ქვეყნის უსაფრთხოება სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ

მთავრობაში განსახორციელებელ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, პროექტი პარლამენტის ხვალინდელ ბიუროზე შეიძლება დარეგისტრირდეს.

მთავრობას პროექტი უკვე დამტკიცებული აქვს, თუმცა ცვლილებებზე ჯერ კიდევ არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა.

გიორგი მანჯავიძემ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე შეაჩერა. ეს ქვეყნის უსაფრთხოებაა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კრიზისების მართვის საბჭო უქმდება, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს არც უშიშროების საბჭო ეყოლება.

გიორგი მანჯავიძე თემის დეტალებით.