ქვესადგურ „ტაბახმელას“ რეკონსტრუქცია 

კომპანია „თელასმა“ მაღალი ძაბვის ქვესადგური „ტაბახმელას“ სრული რეკონსტრუქცია დაასრულა. აღნიშნული ქვესადგური, თბილისის ცენტრალურ და სწრაფად განვითარებად რაიონებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

ქვესადგური „ტაბახმელა“ ექსპლუატაციაში 1967 წელს შევიდა, შესაბამისად, მისი აღჭურვილობა მოძველებული იყო. სემეკ-ის დავალებით, „თელასმა“, 2024-2029 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ქვესადგურის სრული რეკონსტრუქცია ჩაატარა. ინვესტიციის მოცულობამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. პროექტის ფარგლებში, ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 80 მეგავატამდე გაიზარდა.