ქვემო ქართლში რვა პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვემო ქართლში, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების ჯგუფურად  დამზადება-გამოყენების ფაქტზე რვა მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხის მასალის, მათ შორის შეშის რეალიზაცია, გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, არ ახდენდნენ შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გაწერას. ნაცვლად ამისა, განსახორციელებელი ოპერაციის შენიღბვის მიზნით, ისინი საქონლის ვითომდა შიდა გადაზიდვის ზედნადებებს წერდნენ, ხოლო საქონლის რეალიზაციის შემდეგ, ამ ზედნადებებს აუქმებდნენ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს ემუქრებათ პატიმრობა ვადით 4-დან 7-წლამდე.