ქვემო მაჩხაანში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოინგრა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია ჩამოინგრა.

ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა და შენობაში არავინ იმყოფებოდა. დღეს ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

ქვემო მაჩხაანის ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია სამი წლის წინ ჩაუტარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ათასი ლარი დაიხარჯა.