ქუთაისში დღეს „გვირილობას“ აღნიშნავენ

ქუთაისში დღეს გვირილობას აღნიშნავენ. ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა მიმდინარეობს. ღონისძიებები ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო.

ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულს სათავე გასული საუკუნის 20-იან წლებში დაედო, როდესაც გიმნაზიელი გოგოები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

ქუთაისელებს “გვირილობის” სახალხო დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა და ქუთაისში საზეიმო ღონისძიებებს შეუერთდა. პრეზიდენტმა ფერწერული ნამუშევრების სადღესასწაულო გამოფენა დაათვალიერა და პირველი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მოსახლეობას დღევანდელი დღე პარლამენტის თავმჯდომარემაც მიულოცა.

ქალაქში  გალა კონცერტიც გაიმართება – ირმა ჭოლაძე დეტალებით.