„ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი, უნიკალური, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება იწყება.
უნივერსიტეტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ ერთად, 2025-2026 აკადემიური წლიდან, ახალგაზრდებს ახალ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს, რომელიც მსოფლიოში რიგით მე-19 საერთაშორისო პროგრამაა და მას რეგიონში ანალოგი არ აქვს. ერთწლიანი პროგრამა ინგლისურენოვანია. სასწავლო პროცესი წარიმართება სტუდენტზე მორგებული გრაფიკით, ჰიბრიდულ რეჟიმში და მას გაუძღვებიან საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი ლექტორები.