ქუთაისის პარლამენტში რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდება

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისს შესთავაზებენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ აღნიშნული ჰაბის შექმნით, ადგილზე ხელი შეეწყობა ადამიანების დასაქმებას. მისივე თქმით, თბილისში დაბრუნების შემდეგ, ქუთაისში, პარლამენტის უკვე ყოფილ შენობაში განთავსდება როგორც 112-ის ოფისი, ისე დაცვის პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და უწყების სხვა სტრუქტურები.