ქუთაისის მე-10 და 32-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისის მე-10 და 32-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შედეგად, 1450-მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო.

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, აღნიშნული სკოლების სასწავლო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით.