ქუთაისის არქივის 100 წლის იუბილე

ქუთაისი – ქალაქი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი იყო, ათასწლეულის მეხსიერებას დღესაც ინახავს. ქუთაისის არქივი წელს 100 წლის ხდება. ეს მხოლოდ დოკუმენტების საცავი არ არის, – ეს დასავლეთ საქართველოს ისტორიის ცოცხალი მეხსიერებაა, რომელიც მეფეთა წყალობის წიგნებს, აკაკი წერეთლის ჩანაწერებსა და ძველი კინოთეატრის პროექტებს აერთიანებს.
ქუთაისის ცენტრალური არქივი 1925 წელს გაიხსნა და არსებობის ისტორიაში მისამართი ექვსჯერ გამოიცვალა. ბოლო რამდენიმე წელია ის უკვე თანამედროვე შენობაში აგრძელებს ფუნქციონირებას.

ანა მასხარაშვილი და ვახო ლეკიაშვილი დეტალებით.#მოამბერეგიონები