ქუთაისის „აია არენაზე“ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი დაიწყო ფეხბურთში. შეჯიბრება ტრადიციულია და უკვე მეოთხე წელია, იმართება. მასში იმერეთის რეგიონის რვა გუნდი მონაწილეობს. გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებული.
ფინალური შეხვედრა 8 მარტს გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს სოფო ბობოხიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა. შეჯიბრებას ორგანიზებას სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება უწევს.