ახლო აღმოსავლეთში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების რეალური შესაძლებლობა ჩნდება.
ციხიდან აბდულა ოჯალანის მიმართვის შემდეგ „ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთთან დაპირისპირებას წყვეტს და ომს დასრულებულად აცხადებს. განიარაღების სიმბოლური პროცესი დაიწყო. ახლა თურქეთის პარლამენტში კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც მთავრობის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებს. ქურთებსა და თურქეთს შორის 40-წლიანი დაპირისპირება ასეულ ათასობით მსხვერპლით – საბრძოლო მოქმედებები თურქეთში მცხოვრები ქურთებისთვის ავტონომიის შექმნისთვის 1984 წლიდან მიმდინარეობდა. თავისი ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები „ტერორისტულ დაჯგუფებად“ მოიხსენიებდნენ.