„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე ორი დაკავებულისთვის 500-500 ათასი ლარის გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. პროკურატურამ პატიმრობა იმ არგუმენტებით მოთხოვნა, რომ ბრალდებულების მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა. თუმცა ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას დასაბუთებული არგუმენტები არ გააჩნდა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.