ქურდობა მონასტერში – გახსნილი დანაშაული
სურამში ერთ-ერთი მონასტერი გაქურდეს. ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის შესაწირ ყუთში არსებულ თანხას, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც ირკვევა, მონასტერი აღნიშნულმა პირმა წარსულშიც გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხისა და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.