ქურდობა ედპ-ის ოფისში

რუსთაველის გამზირზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისი გაქურდეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, წაღებულია ორი ტელევიზორი და ოთხი კომპიუტერი. თანამშრომელი, რომელმაც ეს ფაქტი პირველმა აღმოაჩინა, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.