ქუჩის რეაბილიტაცია

ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო დედაქალაქის მერი.

პროექტის მიხედვით, პირველი თარგი ტერასულად მოეწყობა და იქ დამონტაჟებული ჯორჯ ბუშის გამოსახულების ბანერი გამოიცვლება. მონუმენტის, – „ადამიანი და მზე,“ – თარგში კი დეკორატიული აუზი, სარწყავი და განათების სისტემა მოეწყობა.