„ქუჩის მუსიკოსების“ ფესტივალი
ქართველი კომპოზიტორის მიერ წლების წინ დაარსებული ფესტივალი გრძელდება. შვიდი მუსიკოსი სცენაზე – მსახიობთა სახლი ხვალ „ქუჩის მუსიკოსების„ ფესტივალს უმასპინძლებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს დავით ევგენიძის ბენდიც.
კომპოზიტორი და პირველი არხის წამყვანი მუსიკოსებს თავად არჩევს და მათ საავტორო გადაცემაშიც ხშირად იწვევს. ქართველი ემიგრანტი შემსრულებლები ახლა სამშობლოში დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადებიან. წლების გამავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ხელოვანები საკუთარ შემოქმედებას ქართულ აუდიტორიას გააცნობენ.