ქუჩის მოზაიკების აღდგენის პროექტი
ახლა უნდა ვისაუბროთ ხელოვნების იმ მიმართულებაზე, რომელსაც ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ, ეს არის ქუჩის მოზაიკები. მათი უმრავლესობა საფრთხის წინაშეა. სულ ახლახან დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოზაიკების აღწერას ისახავდა მიზნად და უკვე გვაქვს პირველი შედეგებიც.
სტუმარი: ნატალია ამირეჯიბი – ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდის თანადამფუძნებელი.