ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს ღამით ქრისტეს შობას აღნიშნავს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს მილიონობით მორწმუნე იზეიმებს.

ქრისტეს დაბადებას დღეს ყველა იმ ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდება, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის.

კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, ქრისტეს შობას დღეს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 ზეიმობს. ათასობით პილიგრიმი დღეს ბეთლემშია,  სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა.

ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ღამით იქ იერუსალიმის პატრიარქს ელოდებიან, რომელიც წირვას ქრისტეს შობის ტაძარში აღავლენს. ბავშვები კი, სანტა კლაუსისგან ტრადიციულად საჩუქრებს ელოდებიან. ფინეთში მცხოვრები სანტას მოგზაურობა უკვე დაიწყო. ის ირმებიანი მარხილით მთელ მსოფლიოს მოივლის და შობის ღამეს ყველა ბავშვს დაასაჩუქრებს.

დატოვე კომენტარი