ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წელი
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა მიმართა.
მეუფე დანიელმა „ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში მის როლზე ისაუბრა“. ასევე ღონისძიების მონაწილეებისთვის რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „ტერცო მონდოსა“ და ვიდეორგოლების: „მომლოცველობითი მსვლელობები“ და „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო -1700“ ჩვენება მოეწყო.