ქრისტეშობის დღესასწაული

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც ტაძრის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ აღავლინა. შობის ღამეს ტაძარში აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.