პოლიციამ ქვემო ქართლში შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.