ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი – „ქართული“
რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი სახელწოდებით „ქართული“ გაიხსნა. რუსთავის ცენტრალურ პარკში გამართული გრანდიოზული ღონისძიება, რასაც 15 ათასი ადამიანი დაესწრო, ანსამბლი „სალხინოს“ და „კახაბერის და ხანუმების“ ორსაათიანი კონცერტით დაიწყო. დასასრულს, რუსთავის გონაშვილის სახელობის სკვერში, ანსამბლ „სალხინოს“ ვარსკვლავიც გაიხსნა. რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალი, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 26 ანსამბლი და 3000 ახალგაზრდა მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას.