„ქოლცენტრების საქმე“ - აღკვეთის ღონისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ოთხ პირს, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარემ პატიმრობა მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეების საფუძველზე მოითხოვა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე ოთხივე დაკავებულის მიმართ გირაოს შუამდგომლობა დააყენეს. დაკავებულებს საგამოძიებო უწყება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ მილიონ 634 ათას ამერიკულ დოლარს და ერთ მილიონ ევროს.