ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერ პაველ როზენკოს შეხვდა

15:19, 08.11.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერ პაველ როზენკოს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ძირითადად რუსეთის აგრესიასა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები განიხილეს. იმსჯელეს იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც კონფლიქტის შემდეგ საკუთარი საცხოვრებლების დატოვება მოუწიათ.

ქეთევან ციხელაშვილმა უკრაინის ვიცე-პრემიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. როგორც პაველ როზენკომ განაცხადა, მნიშვნელოვნია საქართველოს პოზიტიური მაგალითების გაზიარება.

 

მსგავსი