ქეთევან ციხელაშვილის განცხადება

„2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ ისინი რუსეთზე სრულად დამოკიდებულნი იყვნენ“, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს. მისი თქმით, ეს არ არის გასაკვირი.