ქესალოსა და ნაზარლოში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ქესალოსა და ნაზარლოში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ქესალოში ახლად გახსნილ ორჯგუფიან ბაღში 60 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. სააღმზრდელო დაწესებულებაში სულ 11 ადგილობრივი დასაქმდა. ამასთან, სოფელ ნაზარლოს საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 70-მდე აღსაზრდელი მიიღებს. მათ აღზრდაზეც 11 აღმზრდელი იზრუნებს. ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. უახლოეს პერიოდში დამატებით სამი ახალი ბაღი გაიხსნება კალინინოში, ჯანდარასა და ყარაჯალარში.