ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა პარალიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მოიპოვეს
ბულგარეთში პარატაეკვონდოში ევროპის საკონტინენტო ტურნირზე „პარიზი 2024“-ის ლიცენზიები გათამაშდა, რომელიც საქართველოდან ანა ჯაფარიძემ და გიორგი ნიკოლაძემ მოიპოვეს. ანამ შეჯიბრის ფინალში ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსი სპორტსმენი დაამარცხა. გიორგიმ კი პოლონელს უდიდესი უპირატესობით 48:19 სძლია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ისტორიაში პარატაეკვონდოსთვის ეს პირველი ლიცენზიებია.