ქართველი სამხედროების გამარჯვება

25 ოქროს, 10 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი, – ასეთია  აშშ-ის „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ასპარეზობის შედეგები. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და 41 მედალი  მოიპოვეს.

კალიფორნიაში გამართული „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშების“ დახურვის ცერემონიალი დღეს გაიმართება. აღნიშნულ შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის 300 დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16-კაციანი გუნდმა.

„საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 2014 წლიდან იღებენ მონაწილეობას. გასულ წელს სამხედრო მოსამსახურეებმა 38 მედლის მოპოვება შეძლეს.