ქართველი პარასპორტსმენები თემურ დადიანი და ვალერიან ლომაია ზამთრის პარალიმპიადაზე მიიღებენ მონაწილეობას. თემურ დადიანი პარა – ქროს ქანთრის დისციპლინაში იასპარეზებს – ის პირველი ქართველი პარა ათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. ვალერიან ლომაია კი პარა სნოუბორდის შეჯიბრებაში გამოვა. ზამთრის პარალიმპიური თამაშები 6-15 მარტს იტალიაში, მილანი-კორტინაში გაიმართება. დღეს „თბილისი მერიოტში“ გაცილების ცერემონია გაიმართა.