ქართველი მოსწავლეების წარმატება ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადის მსოფლიო ფინალში

08:26, 13.10.2026

ორი ქართველი მოსწავლის წარმატება ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადის მსოფლიო ფინალში – ლილე შალამბერიძემ Hippo 3-ის კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა, სანდრო ლაგვილავამ კი – Little Hippo-ს კატეგორიაში 31-ე ადგილი მოიპოვა.

ფინალი იტალიის ქალაქ სპოლეტოში გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს უმასპინძლა.

რა გზა გაიარეს ქართველმა მოსწავლეებმა მსოფლიო ფინალამდე, რას ნიშნავს ეს შედეგები და რა შესაძლებლობებს აძლევს მონაწილეებს საერთაშორისო ოლიმპიადა?

სტუმრები: ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადა „ჰიპოს“ კოორდინატორი, მარინა ხარიტონაშვილი;

ოლიმპიადის მონაწილე, მოსწავლე ლილე შალამბერიძე.

მსგავსი