ქართველი ფოტოგრაფი საერთაშორისო ფესტივალზე

ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრები შვეიცარიაში პრესტიჟულ ფოტო-ფესტივალზე გამოიფინა.

ალტ პლიუს ათასი“ – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც უკვე მეშვიდედ მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების შემოქმედებას აერთიანებს. მათ შორის წელს ნათელა გრიგალაშვილის ნამუშევრებიც მოხვდა. გამოფენისთვის მაღალმთიან აჭარაში გადაღებული 20 ფოტო შეირჩა, რომელზეც ქართველი ფოტოგრაფი უკვე 10 წელია მუშაობს.

ნათელა გრიგალაშვილის ნამუშევრები ფესტივალზე 18 სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი.