ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილსგან ბოდიშს ითხოვს

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ფსიქიატრიულები, რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“

ვფიქრობთ, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც თითქოსდა თანასწორობის იდეებს უჭერდა მხარს, ეს დამოკიდებულება მკვეთრად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების ჩამორჩენილად, ნაკლებად ცივილიზებულად მონიშვნას ახდენს“, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში მითითება „სუნის“ თაობაზე ასევე ძალიან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ჩანდა.

მიხეილ სააკაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს სამხატვრო გალერეიდან გამოეხმაურა.