ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი

თბილისში ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. შეხვედრა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება.

ფორუმის მიზანი, საქართველოსა და ლიეტუვაში მოქმედი ქალი მეწარმეების ასოციაციების დაკავშირება, მათ შორის თანამშრომლობის დამყარება და სამომავლო პარტნიორობის განხილვაა.

ფორუმს ლიეტუვის პარლამენტის წევრები, მეწარმე ქალთა საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი, ასევე, ტურიზმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, იურიდიული მომსახურებისა და სარეკლამო სფეროს წარმომადგენელი მეწარმე ქალები ესწრებიან.