ქართულმა ქვედანაყოფებმა ავღანეთი დატოვეს

ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა. სამხედროებმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში 17- წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადიც ჩამოვიდა თბილისში. პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც ჩამოვიდა.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში, ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.