„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო – შეფასებები

21:10, 01.08.2025

უკვე მესამედ ბრძოლა თბილისის მერობისთვის – მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

არჩევანი ამჯერადაც კახა კალაძეზე გაკეთდა. კანდიდატად დედაქალაქის მოქმედი მერის ოფიციალურად წარდგენას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეც დაესწრო. პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა – ასეთია მთავარი გზავნილი თბილისის მთავრობის მეთაურისგან, რომელსაც გუნდი უალტერნატივო კანდიდატურად აცხადებს. პრემიერის პროგნოზით, კალაძის მხარდაჭერის მაჩვენებელმა შესაძლოა 60%-საც გადააჭარბოს. ოპტიმისტური პროგნოზებია სხვა ქალაქების მიმართაც – მერობის დანარჩენი კანდიდატების წარდგენა უახლოეს დღეებშია დაანონსებული. მთაწმინდის პარკში საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებას საკმაოდ მწვავე კრიტიკა და მძაფრი რეაქციები მოჰყვა ოპონენტებისგან. მაშინ როცა მმართველი გუნდი ყველა სფეროში მოქმედი მერის ღვაწლსა და დამსახურებებზე საუბრობს, ოპოზიცია შეუსრულებელ დაპირებებზე და მუნიციპალურ პროგრამებში დღემდე გადაუჭრელ პრობლემებზე მიუთითებს.

მსგავსი