ქართული თეატრის დღე

დღეს ქართული თეატრის დღე აღინიშნება.

თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრისთვის. კულტურის სამინისტროს მიერ დასისთვის გადაცემული შენობის რეკონსტრუქციის პროექტის წარდგენა დღეს მოხდა. ახლა სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დაიწყოს, თეატრის დასი იმედს გამოთქვამს, რომ დაახლოებით ორ წელიწადში თეატრის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცხინვალის თეატრს ახალი შენობა ექნება.