ქართული თეატრის დღე

საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის ინიციატივით, ქართული თეატრის დღე წელს პირველად ჰერეთში მოღვაწე ქართულ თეატრს მიეძღვნა.

ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ერთადერთი თეატრია, რომელიც 40 წლის წინ აზერბაიჯანში, კახის რაიონში შეიქმნა. დასმა წარმოდგენა დღეს ბელიაშილის ქუჩაზე, ახალ თეატრალურ სივრცეში გამართა, სადაც თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.