ქართული საგალობლები სალოტბარო სკოლის მოსწავლეების შესრულებით

ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა მის მშობლიურ რაჭაში. ამბროლაურის სალოტბარო სკოლის პედაგოგის, ლევან ბერელიძის ინიციატივით დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში საზეიმო წირვის შემდეგ, მგალობლებმა, სტუმრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, კულტურის სახლის დიდ დარბაზში გადაინაცვლეს.

ონისა და ამბროლაურის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, შეასრულეს ის უძველესი ქართული საგალობლები, რომელიც ექვთიმე კერესელიძემ გადაწერა და გადაარჩინა საბჭოთა ოკუპაციისა და დევნის პერიოდში.