„ქართული ოცნების“ ყრილობა

„ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარეს ხვალ დაამტკიცებენ. ვაკანტურ პოზიციაზე ირაკლი კობახიძეა დასახელებული. თავმჯდომარის გარდა, „ქართული ოცნება“ „ექსპო ჯორჯიაში“ შეკრებილ 400 დელეგატს პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობასაც წარუდგენს. პარტიის მმართველი რგოლი 6 წევრით იზრდება და 15-ის ნაცვლად 21-ით დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.