„ქართული ოცნების“ შეთავაზება ოპოზიციას

მმართველი გუნდის მხრიდან დაანონსებული საარჩევნო რეფორმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტიური განხილვის საგანია. სისტემურ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდამდე იწყებს. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი კლავ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. განსხვავებულია პარლამენტში შესული „ევროპელი სოციალისტებისა“ და პარტია „მოქალაქეების“ პოზიცია.

ალეკო ელისაშვილი საარჩევნო რეფორმაზე საბოლოო შეთანხმებას მოლაპარაკების მაგიდასთან ელის. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში კი, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას გეგმავს. განხილვის თემაა „ქართული ოცნების“ მეორე ინიციატივა, რომელიც 31 ოქომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

თამუნა  წიკლაური მუშაობდა თემაზე – რა მიზეზით აცხადებს უარს ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე?