„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ ღონისძიებას კახეთიდან უერთდებიან

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ ღონისძიებას კახეთის მუნიციპალიტეტიდანაც უერთდებიან. ავტობუსების კოლონა დედაქალაქისკენ უკვე დაიძრა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ამის გარანტი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. ამომრჩევლების განცხადებით, მმართველი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ევროპისკენ სვლა ღირსებით გაგრძელდება.