„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ქუთაისში, პარტიის იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე უმრავლესობის სხვა წევრები ესწრებოდნენ, შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალო ვადიან გეგმებზე იმსჯელეს.