„ქართული ოცნების“ სარჩელი - განმარტებები

პარტია „ქართული ოცნების“მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეტანილ საჩივარს და უმრავლესობის მიერ მაუწყებლობის შესახებ ინიციირებულ ცვლილებებს, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურებიან. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული სტანდარტები დიდი ხანია რაც მოქმედებს საქართველოში, ახალი კანონმდებლობით კი – მას აღსრულების მექანიზმი დაემატა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, სწორედ ამ კანონმდებლობის საფუძველზე მოხდა კომუნიკაციების სააგენტოსთვის კონკრეტულ ტელევიზიებთან დაკავშირებით სარჩელით მიმართვა. მისი თქმით, აღნიშნული კანონმდებლობა ყველა ლიცენზირებულ მედიასაშუალებას ეხება და სხვა პარტიებსაც აქვთ შესაძლებლობა მიმართონ კომუნიკაციების კომისიას. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ შეტანილი სარჩელი სრულად არგუმენტირებულია, ვინაიდან საინფორმაციო გამოშვებაში შეფასების წარმოჩენა სტანდარტის დარღვევაა.